ახალი ამბები
ახალგაზრდების საჯარო მოთხოვნის შემდეგ ხიდისთავში სტადიონის განათების პრობლემა მოგვარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მინისტადიონზე ოთხივე ნათურა ანთია - ამის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტოდან გვაცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პრობლემა მოგვარებულია.

გუშინ სოფლიდან ახალგაზრდები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ სჭირდებოდათ ნებართვა, რომლითაც დაზიანებული ნათურის გამოცვლას თავად შეძლებდნენ.

ახალგაზრდების თქმით, თვეზე მეტია სტადიონზე ნათურა იყო გამოსაცვლელი.

,,სულ რაღაც 30 ლარი ღირს, თუ თვითონ არა აქვთ, ჩვენმე ვიყიდით ამ ნათურას, უბრალოდ, ნებართვა მოგვცენ, გამოვცვლიდით ჩვენ თვითონ, მაგრამ დენმა რომ დაგვარტყას? თუ არა და, გამოგვიგზავნონ სპეციალისტი, რომ ნათურა დავაყენოთ. არ გვინდა, რომ დენმა დაგვარტყას'' - აცხადებდნენ ახალგაზრდები.

მინისტადიონი ჭალის დასახლებაში მდებარეობს, სადაც ასევე სხვა უამრავი სავარჯიშო სივრცეა - კალათბურის, ფეხბურთის, კიკბოქსინგის, ტრენაჟორები და ასე შემდეგ. საჭიროა ნათურის დამატება, რათა საღამოობით ახალგაზრდები სხვადასხვა სპორტით დაკავდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები