ახალი ამბები
ხაშურში ხელოვნურად გაშენებული ტყის ჩეხვას აპროტესტებენ
ხაშურში მოსახლეობა ხელოვნურად გაშენებული ხეების ჭრას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოქალაქეები ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავებს აწყობენ და ამის გამო, ხეებს ჩეხავენ მასობრივად.

მათი თქმით, იჭრება ნაძვის ხეები.

,,ამოვიდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მაგრამ ჩვენთან ერთად უყურებდნენ. ეს ხეები ხელოვნურად არის გაშენებული, ამით ვსულდგმულობთ. 30 წლის წინ წყალსადენის გაყვანაც დაიწყეს, მაგრამ მიანებეს თავი, რადგან მიწამ მოძრაობა დაიწყო. ეს მეწყრული ადგილია და ხეები ამიტომაა დარგული. ეს ხეები რომ არ იყოს, წაილეკება აქაურობა' - აცხადებენ ადგილობრივები.

ხაშურელები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ გააკონტროლონ ხეების უკანონო ჩეხვა, რადგან შიშობენ, რომ თუ პროცესი გაგრძელდება, ადგილზრ მეწყრული პროცესები განვითარდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები