ახალი ამბები
გორში მოქალაქე დააჯარიმეს ტოტების მოჭრის გამო
კეთილმოწყობის სამსახურის მოთხოვნით, გორში, მოქალაქე დააჯარიმეს,

ოქმი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეადგინეს, თუმცა, ფაქტის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტომ გაავრცელა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გორში, ჭანტურიას ქუჩაზე, გვიან ღამით მოქალაქემ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადაჭრა ხე.

თუმცა, ადგილზე მისვლისას ვნახეთ, რომ ხე გასულ წლებშია გადაჭრილი. ხოლო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მოჭრილია ახლადგამოტანილი ტოტები.

სამართალდამრღვევი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაჯარიმდა 500 ლარით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

აღნიშნული მუხლი გულისხმობს:

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მოგმართავთ თხოვნით, გაუფრთხილდეთ მწვანე ნარგავებს. საკუთარ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები