ახალი ამბები
გორის მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დააჯილდოებას გეგმავს.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 4 ოქტომბერს იწურება..

ინიციატივა ეხება სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;

დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის ნომერი.
- დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);


მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოვების 2023 წლის პროგრამის“ ქვეპროგრამის ,,სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების" ფარგლებში გეგმავს.
საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე - 599 85 17 47;
Print

სტატიის გამოყენების პირობები