ახალი ამბები
,,ვისურვებდი, კანონ-აღსრულება არ გახდეს საჭირო'' - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ხელმძღვანელი
გიორგი ედიშერაშვილი, რომელიც გორის მერიის განვითარების, ასევე ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ხელმძღვანელია, ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

ის სააგენტოს ხელმძღვანელად ცოტა ხნის დაინიშნა, მანამდე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე მუშაობდა.

ფიქრობს, რომ ტანის ხეობას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ იქცეს მდგრადი განვითარების ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად და მაგალითად, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით.

როგორც ცნობილია, ტანისა და თეძმის ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა. სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ სტატუსის მინიჭება უფრო მეტი პერსპექტივა, შესაძლებლობა და პრივილეგიაა, ვიდრე შეზღუდვა და ვალდებულებებით შებოჭვა.

,,რაკიღა ვალდებულება ვახსენე, ვისურვებდი მისი შესრულება (ნარჩენების მართვა, ხე ტყის უკანონო მოპოვებაზე უარის თქმა, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა/თევზაობის შეწყვეტა, სხვა ბუნებრივი რესურსების განადგურებისგან ხელის აღება და ა.შ) ნაკარნახევი იყოს შინაგანი მოთხოვნილებიდან და ღირებულებებიდან გამომიმდინარე და ამისთვის კანონ - აღსრულება არ გახდეს საჭირო. '' - აცხადებს გიორგი ედიშერაშვილი.




2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ,,ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ''.

ამ კანონის მიხედვით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტარი იქნება. აქედან ტანის ხეობაში - 10 986 ჰა.

,,ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.'' - წერა კანონში.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებია:

- ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა.
- საკუთარი კომპეტენციის ფარლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება.
- მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა, გავრცელება
- მოხსენებების რეგულარული მომზადება
- აუცილიებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრების, გზამკვლევების ორგანიზება).
- ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა.
- კანონდემბლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

დასაშვებია:

- ტანისა და თეძმის მემეჯმენტის გეგმით ან დროებით რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, არანაგახლებადი ბუნებრივი რესურსებით (ქვიშა-ხრეშით)სარგებლობა.

- ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება.

- მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, ვიზუალური მხარის შეუცვლელად, დშვებულია სხვა საქმიანობის განხორციელება.

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:


- სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთბებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით, დაწყებულ საქმის წარმოებაზე.

- ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დადებულ ხელშეკრულებით ანდა გაცემული ლიცენზიით გასაზღვრულ ურთიერთობებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები