ახალი ამბები
კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კასპში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სცემეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, გამოძიება 126-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

როგორც ნაცემი ბიჭის დედა ამბობს, მისი შვილი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

,,ვინც სცემა, იცნობს მაგას, შავი ფერის ოპელით იყო და "თითქმის ძალით", "მოტყუებით" წაიყვანეს, უნდა "გაგაკატავოო". მანქანაში ჩაისვეს, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა. წაიყვანეს სოფელ მეტეხის მხარეს. იქ სცემეს სასტიკად და დააგდეს 33 წლის არის ჩემი შვილი, სიარული უჭირს, რადგან ნეკნები აქვს ჩამტვრეული, სახეზე დაჟეჟილობები აქვს, რკინიგზის დარაჯმა იპოვა, გონზე იყო და შველას ითხოვდა.'' - ამბობს დედა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები