ახალი ამბები
გორში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი
3 სექტემბერს, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ.

დაკავებულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ის გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

როგორც ,,ქართლის ამბებს'' ეჰოვას მოწმეებმა განუცხადეს, შემთხვევა შუადღეს მოხდა.



,,ჩვენ არ ვიყავით გუშინ. როგორც ყვება დაზარალებული, გამოიარა დაახლოებით 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა. მიმართა აგრესიულად, აქ რატომ დგეხართო. აიღო ეს ნივთები და გადაყარა გზაზე. შემდეგ სახეში დაარტყა ჩვენს წევრს. თვალი აქვს დალურჯებული. აქ იყვნენ სხვებიც, ვინც შეესწრნენ. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და დაიწყეს გამოკითხვა.'' - ამბობს ერთ-ერთი წევრი.

საპატრულო პოლიციასთან ერთად მოვიდა კრიმინალური პოლიცია. მათ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

ამის შემდეგ, ის პირი, ვინც იეჰოვას მოწეებს თავს დაესხა. ისევ გამოჩნდა:

,,ისევ იმ პიროვნებამ გამოიარა, პატრულიც აქ იყო და კრიმინალური პოლიციაც. იმ ბიჭმა, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო მოჭიდავე. დაუწყო ჩვენს წევრს ყვირილი - კიდევ აქ დგახარო და ისევ გაიწია მისკენ.'' - გვიყვებიან იეჰოვას კონგრესის წევრები. 



პოლიციამ მამაკაცი დააკავა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

როგორც იეჰოვას მოწმეები ამბობენ, დიდი ხანია, რაც ასეთი აგრესია მათ მიმართ არ ყოფილა.

,,ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა დიდი ხანია, შეიძლება ითქვას, რომ გარემო მართლაც გაუმჯობესებულია. ძალიან იშვიათად არის ხოლმე შემთხვევები, რომ გამოუვლია მანქანას და დაუძახებიათ, რაღაც სიტყვა, რასაც ახლა ვერ გავიმეორებთ. ასეთი ფაქტები არის, მაგრამ ძალიან იშვიათად'' - გვითხრეს მათ.

3 სექტემბრის ფაქთან დაკავშირებით, ,,ქართლის ამბები'' დამატებით დეტალებს გაარკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები