ახალი ამბები
სად მდებარეობს სავარჯიშო სივრცე, რომლითაც გოჩა ტყეშელაშვილი გაოცდა
პროექტ ,,ეტალონის'' დამფუძნებელი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში მინი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე უკაცრიელ ადგილზეა გაკეთებული.

ამის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, რიკოთის გვირაბის გავლის შემდეგ, ასეთი უცნაური სანახაობა არ უნახავს:

,,რიკოთის გვირაბის შემდეგ თუ გამაკვირვებდა კიდევ რამ, არ მეგონა. ახალი დადგმული სავარჯიშოები და სად მდებარეობს? გარშემო მოსახლეობ არ არის'' - აცხადებს გოჩა ტყეშელაშვილი.

როგორც ,,ქართლის ამბებმა'' გაარკვია, სტადიონი და სავარჯიშო მოედანი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში.

ის დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოგზაურობდა და გზად სოფელ ორთაშენის ტერიტორია გამოიარა.

რუკის მიხედვით, სავარჯიშო მოედანი სოფლის განაპირებას მდებარეობს.

რაც შეეხება პროექტ ,,ეტალონს'', გოჩა ტყეშელაშვილი მისი დამფუძნებელია. თუმცა, ამ პროექტს 2024 წლამდე კომპანია ,,ეტალონი - მედია'' ახორციელებს, რომლის უფლება თავად გოჩა ტყეშელაშვილმა მისცა.

გორის მერია ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც 2020 წლიდან კომპანია ,,ეტალონი-მედიასთან'' ხელშეკრულება გაწყვეტილი აქვს. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ,,ეტალონი-მედიასთან'' ათეულობით მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს, ხოლო გორის მერიათან გაფორმებული ხელშეკრულება არ იძებნება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები