ახალი ამბები
ქარელის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - აცხადებენ ენერგოპროში
ავარიული სიტუაციების გამო ქარელის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დენი გათიშულია შემდეგ სოფლებში: წვერი, ბრეთი, ბებნისი, საღოლაშენი, ძლევიჯვარსა და მიმდებრე ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე უცნობია დენის მიწოდების ზუსტი თარიღი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები