ახალი ამბები
სეპარირებული ურნები გორს - პეტიცია
გორში სეპარირებული ურნების შეძენასთან დაკავშირებით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორია ,,გორის ახალგაზრდული ცენტრი''. ახალგაზრდული ორგანიაცია გორის მერიას სთხოვს, რომ შესაბამისი თანხები გამოიყოს.

პეტიციაში ვკიხულობთ:

ნარჩენების სეპარირება და მათი გადამუშავება საციცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნარჩენის ნაგავთან ერთად გადაყრა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, რომლის შედეგებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პლასტიკის ნარჩენის გახრწნას ასობით წელი სჭირდება, თუმცა მთლიანად მაინც არ ხრწნება, გარდაიქმნება მიპროპლასტიკად, რომლის ტოქსინებიც აგრძელებენ გარემოს დაბინძურებას. პლასტიკისგან წარმოებული ნივთებისგან წარმოქმნილი დაბინძურება ამ ეტაპზე მთლიანი დაბინძურების 4 პროცენტია, თუმცა ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება და 25 წელში 15 პროცენტს მიაღწევს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2019 წლიდან სეპარირების სისტემაზე უნდა გადასულიყო. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ჩვენს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში.

ზოგადად ქვეყანაში, ხოლო მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ნარჩენის დახარისხების პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს სურს ნარჩენების დახარისხება, ეს შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ცალკე გამოყოფილი ურნები, ნარჩენისთვის, შესაბამისად არც გადამუშავდება პლასტიკის პროდუქტი.

ამ სისტემაზე გადასვლისთვის უმნიშვნელოვანისია ცნობიერების დონის გაზრდა და კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ჩვენი ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტში განთავსდეს 50 სპეციალური კონტეინერი პლასტიკის ნარჩენებისთვის. ეტაპობრივად საზოგადოებაში ჩამოყალიბებდა ნარჩენების სეპარირების ჩვევა, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების ეფექტურად მართვას და რესურსების დაზოგვას.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმოწერების მსურველებს შუალით ხმის მიცემა ამ ლინკზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები