ახალი ამბები
გორს დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები ეწვევიან
13 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტს ესტუმრება დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობითი დელეგაცია. დელეგაციაში შედიან ფონდის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი და სხვა ძირითადი სამსახურების ხელმძღვანელები.

სტუმრები ეწვევიან სამედიცინო ცენტრ "გორმედს" და სოფელ დიცის ამბულატორიას.

ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრებისას განიხილება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული საქმიანობები და მიღებული შედეგები, დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები და გამოწვევები, მომავალი თანამშრომლობის პერპექტივები.

"გორმედში" დაგეგმილ შეხვედრაში, ცენტრის სამედიცინო პერსონალთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოება "ბილიკის" თანამშრომლები.

დიაბეტის მსოფლიო ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების ძირითადი დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2002-2022 წლებში ფონდმა 197.7 მილიონი ევრო დახარჯა 595 პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიოს 119 ქვეყანაში.

გორმედის ამბულატორიულ კლინიკაში ვიზიტი შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელთან და საზოგადოება "ბილიკი"-ს გუნდთან, კლინიკის დათვალიერება

11:00 სთ. გამგზავრებ სოფელ დიცში

11:30 – 12:15 სთ. შეხვედრა დიცის ამბულატორიის ექიმთან და პაციენტთა ჯგუფთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები