ახალი ამბები
გორის მერიამ ბულვარის მშენებლობისთვის 1,2 მლნ ლარი გამოყო
გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მდინარე მტკვარში ბულვარის მშენებლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების ვებ-გვერდზე 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.

წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ბულვარს მერიას 150 დღეეში ჩააბარებს, ანუ 5 თვეში.

სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ბულვარი გაკეთდება გორის ძველი ხიდიდან სასტუმროთა კომპლექსს ,,გორი ინნ'-ის შესასვლელამდე, რომლის შემდეგ იწყება ,,ახალბაღის პარკი'', რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია.

ბულვარის მშენებლობამდე მერიამ მდინარე მტკვრის კალაპოტში ჯებირი მოაწყო, რომელიც 157 მ სიგრძისაა და რომლისთვისაც 1,6 მლნ ლარი დაიხარჯა.

ასევე გარემონტდა ძველი ხიდი. ძველი ხიდის რეაბილიტაცია ევროკავშირის გრანტით განხორციელდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები