ახალი ამბები
ყორნისის (ზნაურის) რაიონში დაკარგული ხანდაზმული მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტში იპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ტერიტორიაზე ხანდაზმული მამაკაცი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აბანოს ტერიტორიაზე ნაპოვნი მამაკაცი ცხოვრობს ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ მეტეხში.

ხანდაზმული მამაკაცი გაუჩინარებული იყო და მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელი მეტეხი, რომელიც ზნაურის რაიონს ეკუთვნის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სხვა დეტალები უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები