ახალი ამბები
გვიან ღამით ქალაქ გორში ავარია მოხდა
გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, გორში ავარია მოხდა.

კომბინატის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

ფოტო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. ფოტოს მიხედვით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პოლიციელების განცხადებით, მანქანა ბოძს შეეჯახა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები