ახალი ამბები
დანიის ელჩი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ერგნეთში ომის მუზეუმს ეწვივნენ
ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმს დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაორი იშიკავასთან და კონსულტანტ სარასთან ერთად ესტუმრა.

როგორც მუზეუმის დამაარსებელი ლია ჩლაჩიძე აღნიშნავს, საუბარი ბევრ საჭირო საკითხს შეეხო:

,,განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ომის შედეგად დაზარალებულებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და საერთოდ, ქალთა საკითხები მეტად აქტუალური და სენსიტიური თემაა დანიის სახელმწიფოსათვის.'' - აღნიშნავს ლია ჩლაჩიძე.

დანიის ელჩისთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა იმის მოსმენა, რომ ერგნეთში დამწვარი და განადგურებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური დახმარებით მოხერხდა:

,,რვა წლის შემდეგ მომეცა საშუალება გულწრფელად გადამეხადა მადლობა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თამარ ლობჟანიძეს, რომლის როლი და თავდადებაც მუდმივად თვალსაჩინოა ჩვენი ქალების წარმოსაჩენად.'' - წერს ლია ჩლაჩიძე ფეისბუქის გვერდზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები