ახალი ამბები
,,კასპობა'' წელს 21 ოქტომბერს გაიმართება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წელს ,,კასპობა'' 21 ოქტომბერს გაიმართება.

ამისათვის სამზადისი უკვე დაწყებულია.

მერიის შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, კულტურის სამსახური ეძებს იმ ხალხს, რომლებიც დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია ,,სთორისთან''. მას 34 000 ლარს გადაუხდიან იმისათვის, რომ 16 სოფლიდან ჩამოიყვანოს მონაწილეები, გაალამაზოს მოედანი, დაიქირავოს დიჯეო, მოაწყოს ინსფრასტრუქტურა სპორტული აქტივობებისთვის და ა.შ.

გამგეობის ცნობით, სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს. 2017 წელს - 14 ოქტომბერს. 2018 წელს - 21 ოქტომბერს. 2019 წელს - 26 ოქტომბერს.

2020-21 წლებში პანდემიის პერიოდში ღონისძიება არ გაიმართა. 2022 წელს კი 22 ოქტომბერს გაიმართა.

ფოტოზე - კასპობა, 2017 წელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები