ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ტუსკაძე დარეგისტრირდა
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ტუსკაძე დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა ტუსკაძე იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატის ერთადერთი კონკურენტი.

დღევანდელი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში, მე-15 ოლქში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ესენი არიან მმართველი გუნდიდან გიორგი სოსიაშვილი, ხოლო მოძრაობა ,,სოციალური სამართლიანობისთვის'' სახელით მამუკა ტუსკაძე.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს: "ნაციონალურ მოძრაობას" და "გახარია საქართველოსთვის" ამ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ დაუსახელებიათ.

გორში შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეპუტატის მანდატზე გიორგი ხოჯევანიშვილმა უარი თქვა. ის ,,გახარია საქართველოსთვის'' გუნდის წევრია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები