ახალი ამბები
გორის მერიას ლურჯი ავტობუსებისთვის 1 ცალი საბურავის შეძენა 1000 ლარი უჯდება
გორის ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ლურჯი ავტობუსის ერთი ცალი საბურავის ღირებულება 1000 ლარია.

ამის გამო, როგორც ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, მნიშვნელოვანია საკუთარი შემოსავლების მობილიზება, რათა ქალაქში გამართული ტრანსპორტი მოძრაობდეს.

აგვისტოში ტრანსპორტის სააგენტო საბურავების გამოცვლა 50 000 ლარი დაუჯდა.

ასევე, შესყიდვების სამსახურის ცნობით, 30 000 ლარი დაჯდა იმ ავტობუსებში კონდინციონერების დამონტაჟება, სადაც ან არ იყო, ან კიდევ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები