ახალი ამბები
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს აშშ-მა სანქციები დაუწესა
აშშ-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

სანქციების ამ პაკეტში მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხლაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სანქციები დაწესდა იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანასურ არხებზე, რომლებიც უკრანაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება.

რადიო თავისუფლების ცნობით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის. რომ ის ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50 პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ონიშენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძე "რეგულარულად მიემგზავრება რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუნებტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ონიშენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან-დეკემბრამდე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები