ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში საერთაშიროსო ტურნირი მიმდინარეობს ჩოგბურთში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჩოგბურთო ბაზაზე დევისის თასის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.

სოფელი ახალქალაქი "დევისის თასს" 14-16 სექტემბერს უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინის, ტუნისისა და კოლუმბიის ნაკრები გუნდები.



,,2023 წლის ივლისში საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიწვევით კორტების საფარი, პარამეტრები და განათება შეამოწმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატმა და მისი გაცემული დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა კორტებზე დევისის თასის ასპარეზობის ჩატარება, რასაც ფინანსურად სპორტის სამინისტრომ შეუწყო ხელი.'' - აღნიშნულია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს, ტუნისის, უკრაინისა და კოლუმბიის ნაკრები გუნდები საუკეთესო ჩოგბურთელებით წარმოდგებიან.

საჩოგბურთო ბაზა მოიცავს სამ სავარჯიშო (ტრიბუნების გარეშე) და ერთ ცენტრალურ კორტს (228 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით), ადმინისტრაციულ შენობას.

კორტების მშენებლობა დაიწყო 2022 წლის თებერვალში და დასრულდა 2022 წლის დეკემბერში. სულ მშენებლობის ბიუჯეტმა შეადგინა 3 023 851 ლარი.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები