ახალი ამბები
უფლისციხესთან ქვიშა-ხრეშის ქარხანა აშენდება, სადაც 5 ადამიანი დასაქმდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავსა და უფლისციხეს შორის არსებულ ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება.

გორის მერია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს ჩაერთონ პროცესში და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან.

ახალი ქარხანა გაშენდება 3 966 კვ.მ-ზე. საწარმოში დასაქმდება 5-მდე ადამიანი.

ქარხნის მოწყობის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივმა მცხოვრებმა თემურ ალიმბარაშვილმა მიმართა. მისი გეგმის მიხედვით, საწარმო გამოუშვებს წლიურად ინერტული მასალებს 256 000 ტონის ოდენობით. გადასამუშავებელ მასალას, ნედლეულს კი სხვა ლიცენზირებული ობიექტიდან მიიტანენ.

ქარხანა აპირებს გამოიყენოს წელიწადში მინიმუმ 100 000 კბ.მ ან მაქსიმუმ 120 000 კბ.მ წყალი. დღიურად იქნება 400-480 მ3, ხოლო საათში იქნება მაქსიმუმ 60 კბ.მ წყალი.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით ,,მდინარიდან ამოღებული წყლის მთლიანი მოცულობა გამოყენებული იქნება საწარმოო დანიშნულებით, კერძოდ ინერტული მასალის გასარეცხად და დასაველებლად'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით, საწარმოს საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა არაორგანული მტვერი. სულ საწარმოს ფუნქციონირებისას ატმოსფერულ ჰაერში წლიურად მოსალოდენლი გაფრქვევა იქნება 7,5 ტ.

გორის მერიის ცნობით, ვინაიდან გენერალური გეგმა დამტკიცებული არაა, პროექტის განხორციელება და ადგილობრივ გარემოსთან თავსებადობის შესახებ საკითხის შესწავლა შეუძლებელია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები