ახალი ამბები
გორში ლომჭაბუკის სკვერში გაიხსნება გამოფენა - ,,ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი"
17 ოქტომბერს, გორში ლომჭაბუკის სკვერში გაიხსნება გამოფენა  - "ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი"

პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში

გამოფენის კურატორი: ანა გაბელაია

ხელოვანები:
ანა ქორქია
გიორგი კარტოზია
გიორგი შენგელია
გიორგი ვარდიაშვილი
მარიამ მზესუ გიუნაშვილი
მარი ყალაბეგაშვილი
ტბელ აბუსერიძე

,,"ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი" აერთიანებს შვიდი განსხვავებული ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში გადათარგმნილ ურთიერთობის ფორმებს სამყაროსთან, მათ შორის საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნებასთან.''

"ვფიქრობდი, როგორ ხდება, რომ როცა ვაპირებ გამოფენის გაკეთებას გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე, საბოლოოდ მაინც ადამიანი ექცევა გამოფენის ფოკუსში. აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა თვითონაა პასუხიც.''

,,რადგან: ადამიანის და გარემოს ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობაა. ადამიანის და ცხოველის ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობაა. ადამიანის და ადამიანის ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობა.

,,სწორედ ეს ურთიერთობებია მწუხარებისა და სიხარულის მონაცვლეობის სათავე, რომელთა ერთობაც, საბოლოოდ, ცხოვრებას ქმნის." - ვკითხულობთ მოსაწვევ ტექსტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები