ახალი ამბები
კასპში პედაგოგ მარინა მენაბდიშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს
კასპის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მარინა მენაბდიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს.

გადაწყვეტილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო.

სამკერდე ნიშანი მარინა მენაბდიშვილს, ქალაქ კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნათია ილურიძემ გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები