ახალი ამბები
კალათბურთის ფარი საგარანტიო ვადის გასვლამდე დაზიანდა - კომპანია შეკეთებას არ ჩქარობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ახლადაშენებულ სტადიონზე საკალთბურთო ფარი ჩამოვარდა.

ორ კვირაზე მეტია ახალგაზრდები კალათბურთს ვერ თამაშობენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფარი საგარანტიო პერიოდის გასვლამდე დაზიანდა და ჩამოვარდა.

ახალგაზრდები ამ ხნის განმავლობაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა ახალი ფარი დაამაგროს.

მოედანი 2022 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა. სტადიონის გახსნიდან 8 თვე გავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები