ახალი ამბები
24 სექტემბერს გორში ნიკა შუბითიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება
24 სექტემბერს გორში ნიკა შუბითიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

ორგანიზატორის, თამარ ნონიკაშვილისა და დავით დვალიშვილის ცნობით, ღონისძიება ,,ერთად ნიკასთვის'' 18 საათზე გორის კულტურის ცენტრში დაიწყება.

ნიკა შუბითიძე დაიბადა 2002 წელის 14 სექტემბერს ქალაქ გორში, ის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სწავლობს ისტორიის ფაკულტეტზე.

,,ნიკას ბავშვობიდან სქოლიოზი აქვს. ეგონა, რომ როდესაც გაიზრდებოდა, საკუთარი ფინანსებით გაიკეთებდა ოპერაციას და გამოკეთდებოდა, ყოველთვის უნდოდა ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა ამ ეტაპზე სქოლიოზის მძიმე ფორმების გამო, ლექციებსაც ვერ ესწრება, უჭირს სუნთქვა და აქვს გაუსაძლისი ტკივილები.'' - გვიყვება თამარ ნონიკაშვილი.

ნიკას თურქეთში მკურნალობა ესაჭიროება, რისთვისაც საჭიროა 25 000$.

ბილითები გაიყიდება კულტურის ცენტრის სალაროებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

ბენდი SOFT WAVE, ქორეოგრაფიული ანსამბლები: ატენის ანსამბლი სიონი, შუშპარი და გორის ქორეოგრაფიული ანსამბლი სიონი ასევე საღამოს თქვენს წინაში წარსდგებიან ახალგაზრდა უნიჭიერესი მომღერლები.

ბილეთების მსურველები დაუკავშირდით Facebook: დავით დვალიშვილს.

GE16TB7857645061600042

მიმღები: დავით დვალიშვილი

დანიშნულება:ნიკასთვის


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები