ახალი ამბები
,,გორმედს'' ჩამოართვეს II-III დონის ქირურგიული, ხოლო I-II-III დონის რეანიმაციული მომსახურების გაწევის უფლება
შ.პ.ს. "გორმედს" ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების გარკვეულ დონეებზე საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. ბრძანება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2023 წელს 19 სექტემბერს გამოსცა.

,,შ.პ.ს "გორმედს უარი ეთქვას ქირურგიული მომსახურება (II-III დონე); "რეანიმაციული მომსახურება" (ინტენსიური მკურნალობა/მოვლა I-II-III დონე) - გაცემაზე.

ჩვენ მოვიძიეთ, თუ რას ნიშნავს ქირურგიული მომსახურება დონეების მიხედვით, "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია თითოეული დონე.

ქირურგიული მომსახურება დონეების მიხედვით:

I დონის ქირურგიული დახმარება - ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები.

II დონის ქირურგიული დახმარება - საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

III დონის ქირურგიული დახმარება - დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და /ან მყესთა დაზიანება, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებას საშუალებას აძლევს აღნიშნული ბრძანება ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები