ახალი ამბები
გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ - შუალედური არჩევნები
დღეს გორისა და კასპის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მანდატზე უარი თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამომრჩრველი ხმას ორ კანდიდატს - ქართული ოცნებიდან გიორგი სოსიაშვილს და სოციალური სამართლიანიბისთვის წარმომადგენელს მამუკა ტუსკაძეს აძლევს.

12 საათის მონაცმებით გორი-კასპის ოლქში 8 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა უბნებზე და მონაწილრობა მიიღო ხმის მიცემის პტოცედურაში.

გორი-კასპის მაჟოტიტარულ ოლქში ჯამში 134 066 ამომრჩველია რეგისტრურებული.

ოლქის საარჩევნო კომისია ცნობით, ამ დროისათვოს უბნებზე მშვიდი ვითარებაა და არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გორის მუნიციპალიტეტში 68 უბანი გაიხსნა დილით ზუსტად 8 საათზე, კასპში კი - 39. უბნების გარკვეულ ნაწილზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები