ახალი ამბები
,,გორის დღეები'' 8 ოქტომბერს გაიმართება
,,გორის დღეები'' 8 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.

,,გორის დღეებს'' ლუდის ფესტივალი გახსნის, ჭავჭავაძის გამზირზე, თეატრის სკვერში.

აქ ასევე მოეწყობა მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები. იქვე ახლოს კი, - ადგილობრივი მეწარმეები პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება

მოეწყობა ასევე კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები - შემოდგომის ნობათი; საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები; ტურისტული კუთხე - "ჯიპ - ტური"

12:30 საათიდან პარალელურად დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ბოლოს კი (19:00 – 23:00) გალა - კონცერტი დაასრულებს: შემსრულებლები "ქიმერა", ადგილობრივი ბენდი, "მგზავრები"
Print

სტატიის გამოყენების პირობები