ახალი ამბები
გორში სოციალურად დაუცველებს სამედიცინო გამოკვლევებისთვის მერია 500 ლარით დაეხმარება
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, გორის მერია მაქსიმუმ 500 ლარით დააფინანსებს.

ამის შესახებ შესაბამისი პროექტი მერიის სოციალურმა სამსახურმა დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა.

პროექტის მიხედვით, დაფინანსდება ასევე სამედიცინო სტაციონალური მკურნალობის მომსახურება იგივე კატეგორიის ადამიანებისთვის.აქაც წლიური ლიმიტი 500 ლარი.

ამავე პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო რეაბილიტაციის დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის - 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები