ახალი ამბები
ბერშუეთში ერთ-ერთ ქუჩას ექიმ გიგო ტარსაიძის სახელი მიენიჭება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში მე-6 ქუჩას გიგო ტარსაიძის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ ინიციატივა საკრებულოს წინაშე, საკრებულოს წევრმა ლია ოქროპირიძემ წარადგინა.

ლია ოქროპირიძის ინიციატივას კომისიებმა მხარი დაუჭირეს და საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

გიგო ტარსაიძე გორის მაზრის სოფელ ბერშუეთიდან იყო. ის დაიბადა 1857 წელს და გარდაიცვალა 1904 წელს.

იგი იყო პირველი ქართველი ევროპულად დიპლომირებული ექიმი, ოფთალმოლოგი.

1892 წელს გიორგი ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო (რუსეთის იმპერიის მასშტაბით რიგით მესამე, მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკების შემდეგ), რომლის დირექტორიც თავად იყო გარდაცვალებამდე.

ამ საავადმყოფოს ბაზაზე, თბილისის, ქართული უნვერისტეტის გახსნის შემდეგ ჩამოყალიბდა თვალის სნეულებათა კლინიკა.

გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო (ამ საავადმყოფოს ბაზაზე არის შექმნილი ამჟამად მოქმედი მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი")
Print

სტატიის გამოყენების პირობები