ახალი ამბები
გორის მესამე სკოლაში ქაღალდებს ცეცხლი გაუჩნდა
გორის მესამე სკოლაში სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახეს.

შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს:

"ქაღალდებს წაეკიდა ცეცხლი და ჩვენმა თანამშრომელმა მოახერხა ცეცხლმაქრით ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ სახანძრო სამაშველო სამსახური მაინც მოვიდა. საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილა"-აღნიშნა ვახტანგ სუხიტაშვილმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები