ახალი ამბები
ხაშურის #3 სკოლის პედაგოგი ნანა გელაშვილი გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გაგზავნეს
ხაშურის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა გელაშვილმა ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამაში გაიმარჯვა და სწავლის თანამედროვე მეთოდებს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ეუფლება.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, პროგრამის განმავლობაში ნანა მასწავლებელი ამერიკელ მოსწავლეებსაც ჩაუტარებს გაკვეთილებს.

,,მალე ხაშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორმაგად საინტერესო გაკვეთილები ელით ინგლისურ ენაში. ამ ამბავს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გიზიარებთ, რომელსაც ნანა მასწავლებელთან ერთად ვულოცავთ საქართველოს ყველა მასწავლებელს, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მომავალი თაობის აღზრდაში.'' - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ფულბრაიტის პროგრამა - განათლების სფეროში აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული ყვველაზე დიდი გაცვლითი პროგრამა - შეიქმნა შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესების მიზნით.

ფულბრაიტის პროგრამას, პედაგოგებისა და მეცნიერებისათვის, ახორციელებს მეცნიერთა საერთაშორისო გაცვლის საბჭო (CIES) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან თანანმშრომლობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები