ახალი ამბები
,,თუკი დღის ბოლოს თუნდაც ერთ მოსწავლეზე ფიქრს გაიყოლებ სახლში...'' - ნინო ლომიძე
არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც გარკვეულ კვალს ტოვებენ ადამიანის გულში და კადრებივით ატრიალებს მეხსიერება მათ გაკვეთილებსა თუ რჩევა–დარიგებებს.

სწორედ ასეთი იყო ჩემი ქართულის მასწავლებელი, 90-ანებისთვის უჩვეულო ახალი მიდგომებითა და საოცარი ღიმილით.

მან მიბიძგა მასწავლებლობისკენ და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები, რომ მაქვს შანსი სწორი გზა დავანახვო მათ, ვინც სამყარო უნდა შეცვალონ უკეთესობისკენ.

მასწავლებლობა ჩემთვის თითოეული მოსწავლით გულწრფელი დაინტერესება, უდიდესი პასუხისმგებლობა და მოსწავლეებთან ურთიერთობის ხელოვნებაა.

თუკი დღის ბოლოს, თუნდაც ერთ მოსწავლეზე ფიქრს გაიყოლებ სახლში, რით გახადო მისი მომდევნო დღე (გაკვეთილი) დღევანდელზე უკეთესი;

თუკი ხშირად დაუსვამ საკუთარ თავს კითხვას: სიამოვნებით, ხალისით ესწრებიან მოსწავლეები ჩამს გაკვეთილებს?

თუკი, საგნის გარდა მოსწავლეებს მარადიულ ფასეულობებზე დააფიქრებ;

თუკი შენ იქნები მათთვის სამართლიანობის, ოპტიმიზმის, შემოქმედებითობის, მიზანსწრაფულობისა და გულწრფელობის ნათელი მაგალითი...

მაშინ ჩვენ (მასწავლებლები) შევძლებთ, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მოსწავლეებს ჰქონდეთ სიყვარულის, სიკეთისა და ემპათიურობის უნარი, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს სამყაროს.

ნინო ლომიძე
სკოლა ,,ეისი''
Print

სტატიის გამოყენების პირობები