ახალი ამბები
,,ღვინის დღეები'' გორში - თეატრის წინ ,,ჩვენებურებისა'' და ,,ნიუ ბენდის'' კონცერტი გაიმართება
დღეს, 7 ოქტომბერს, გორში ღვინის ფესტივალი იმართება.

ფესტივალი გორის თეატრის სკვერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

დაიწყო ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც.



კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა.

საღამოს 19:00-21:00 საათზე,  დაგეგმილია კონცერტი, სადაც გმოვა ანსამბლი „ჩვენებურები“ და ბენდი „New One“.

"ღვინის დღეები" 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

განრიგი - გორში

• 14:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 14:00-21:00 კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები.
• 14:00-21:00 პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება.
• 14:00-21:00 შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა.
• 19:00-21:00 კონცერტი: ანსამბლი „ჩვენებურები“; ბენდი „New One“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები