ახალი ამბები
სასმელი წყლის მოთხოვნით კასპის სოფელ თვალადში აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

სოფლის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება, ისიც მცირე რაოდენობით.

პროექტის განხორციელება კასპის მერიამ ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა.

ძველი სისტემა კი, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ,,რეაბილიტაციის'' პროცესში მწყობრიდან გამოვიდა.

,,ქართლის ამბები'' ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ სოფელ თვალადში სასმელი წყლის პროექტი ჩავარდა. კომპანიამ სამუშაოები მიატოვა. პროექტის განხორციელება 2022 წლის შემოდგომით დაიწყო.

სოფელ თვალადში მოსახლეობას წელს უკვე უნდა ჰქონოდა ჭაბურღილი, სამარაგო რეზერვუარი თავისი მაგისტრალური მილსადენით. ,,თექ ჰაივეის'' ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს.

კასპის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის იყო მიწერ-მოწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ის სპეციალისტებიც არ ჰყავდა, რომლებიც ჭაბურღილს დაამონტაჟებდნენ. ერთ-ერთი წერილით ირკვევა, რომ ქვეკონტრაქტორი რამდენიმე თვის შემდეგ მოძებნეს, თუმცა სამუშაოები მაინც ვერ დასრულდა.

ამჯერად, მერიას ახალი პროექტისა და ტენდერის გამოცხადება უწევს. 2022 წლის შემოდგომიდან კი 1 წელი გადის.

იხ. ამავე თემაზე

თვალადში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები