ახალი ამბები
გორში ,,გორის დღეს'' აღნიშნავენ
დღეს 8 ოქტომბერს გორში ,,გორი დღეს'' აღნიშნავენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები 12:00 საათიდან "ლუდის ფესტივალით" დაიწყო.

თეატრის წინ მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები მოეწყო.

ადგილობრივი მეწარმეები კი პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვას გამართავენ.

სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, ტურისტული კუთხე _ "ჯიპ - ტური".

პარალელურად 12:30 საათიდან დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

,,გორის დღე'' 19:00 _ 23:00 დასრულდება გალა კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბენდები: "ქიმერა", ადგილობრივი ბენდი "SOFT WAVE" და"მგზავრები"
Print

სტატიის გამოყენების პირობები