ახალი ამბები
გორში ნუგზარ სხირელის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
გორში, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მემორიალური 3-დღიანი ტურნირი ჩატარდა.

თავისუფალ ჭიდაობის ტურნირში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები.

2004 – 2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.

საერთაშორისო ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად პატივი მიაგეს ნუგზარ სხირელის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ნუგზარ სხირელი იყო მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მისი დაარსებულია გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა. სხირელის აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები - საქართველოს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები