ახალი ამბები
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა. ნაკრების მეკარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში მცხოვრები გიორგი ბიბილურია.

ჩემპიონატი 6-8 ოქტომბერს ბელგიის ქალაქ ბლანკენბერგში ჩატარდა. ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ფინალში ფრედ 0:0 ითამაშეს უკრაინასთან.

მანამდე 7 ოქტომბერს საბერძნეთი (2:0) დაამარცხეს

6 ოქტომბერს დაამარცხეს ბელგია ( 5: 0) და ფრედ 3:3 ითამაშეს ისრაელთან.

საქართველომ და უკრაინამ 8 - 8 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით (10:3) პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა დაიკავა.

ელიტრაუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ნაკრების წევრი ლაშა ბრეგვაძე (5 გატანილი ბურთი). 




Print

სტატიის გამოყენების პირობები