ახალი ამბები
სათბური ზემო ნიქოზში მოსწავლეებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, სკოლის ტერიტორიაზე მარწყვის სათბური მოეწყო.

მომდევნო ეტაპზე მოხდება მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და პროექტის საბაზისო ადგილად იქცევა, სადაც გაიმართება სხვადასხვა მუდმივი კამპანიები პროექტები და ღონისძიებები.

,,პროექტი მეურნეობის'' წარმომადგენლების ცნობით, შემდეგი ეტაპი გულისხმობს მარწყვის დარგვას, ტერიტორიაზე კაფეს მოწყობას და მშვიდობის ფესტივალის დაფუძნებასა და სხვა აქტივობებს.

პროექტი მეურნეობა გულისხმობს ქართული საჯარო სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და Eნტერპრისე ტო შცჰოოლ სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში; საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე, სხვადასხვა საწარმოების მოწყობასა და ახალი ბრენდის - მეურნეობა შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის შედეგად, მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ ისწავლონ საწარმო და აგრო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი, მართვა და ლოჯისტიკა მეწარმეობა და ყველა იმ საჭირო რგოლის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საწარმოს მართვისა თუ ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის.

ხოლო ქართულ სკოლებს კი ექნებათ საკუთარი და დამოუკიდებელი შემოსავალი, რომელსაც დახარჯავენ განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა პროექტებში.

ნიქოზის სკოლაში სწავლობს 161 მოსწავლე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები