ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის შიდა ქართლში ახალი შენობა აშენდება
სამმართველოსთვის ახალ შენობას ააშენებენ. ამის მიზეზი მცირე ზომის საჯარიმო ავტოსადგომია, სადაც ჩამორთმეული ქონების განთავსებას ვეღარ ახერხებენ.

ამჟამინდელი შენობა სადგურის დასახლებაში მდებარეობს, რომელიც 2016 წელს გაიხსნა.

2023 წლის სექტემბერში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გორის მერიას ახალი ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.

მერიამ დეპარტამენტისთვის ტერიტორია ჭალის დასახლებაში, ჩუბინიშვილის ქუჩაზე გამოძებნა და ამჟამად თანხმობას საკრებულოსგან ელოდება. როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, დღეის მდგომარეობით არსებული შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი არის მცირე ფართის და არ შეესაბამება დეპარტამენტის საქმიანობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქალაქ გორში, დაგეგმილი აქვს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის საჯარიმო ავტოსადგომის და ჩამორთმეული ნივთმტკიცებების შესანახი შენობის მოწყობა. არსებული შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი არის მცირე ფართის და არ შეესაბამება დეპარტამენტის საქმიანობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.'' - აღნიშნავენ საკრებულოში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები