ახალი ამბები
გორის მერია ლუდის და ღვინის ფესტივალების შემდეგ დაზიანებული ქონების ფოტოებს ავრცელებს
გორის ცენტრალურ ქუჩებში დაზიანებულია საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე- მცენარეები.

ამის შესახებ ფოტოები მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებს ახსენებს, რომ ქონება საერთო საკუთრებაა და მას განსაკუთრებული მოფრთხილება ჭირდება.

ფოტოების მიხედევით, ბოძები, სკამები და ხე-მცენარეები დაზიანდა იმ დროს, როდესაც ქალაქში ლუდისა და ღვინის ფესტივალები ჩატარდა, ასევე აღინიშნებოდა გორის დღე.

,,კიდევ ერთხელ გვიწევს შეხსენება, რომ ქალაქის ქუჩებში არსებული ინვენტარი თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა. ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა! გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ინვენტარს, რაც ჩვენი ქალაქის გამორჩეულ იერ-სახეს ქმნის! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სიჯანსაღესა და სილამაზეზე'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები