ახალი ამბები
კავთისხევში 3 ველოსიპედი მოიპარეს - დაზარალებული სასულიერო პირია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ეზოდან სამი ველოსიპედი მოიპარეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. დაზარალებულია სასულიერო პირი - ალექსანდრე.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, სასულიერო პირის საცხოვრებელი ეზოდან დაიკარგა დიდი ზომის ველოსიპედები - შავი, მწვანე და ყვითელზოლებიანი ველოსიპედები.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთებს ვერ იპოვნიან, სასულიერო პირი მზადაა, რომ მეორადი ველოსიპედები შეიძინოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები