ახალი ამბები
ხაშურის მერიის დასკვნით, ნაბახტევის ხიდი წყალმოვარდნამ დაანგრია
ხაშურის მერიის სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ სოფელ ნაბახტევის ხიდი წყალმოვარდნამ დაანგრია.

თუმცა, დოკუმენტში, რომელიც 2020 წელს შედგა, აღნიშნულია, რომ ნაბახტევის ხიდი მდინარე ჭერათხევზე, დაზიანებული იყო.

საპროექტო დოკუმენტი იმ დროს შეადგინეს, როდესაც სოფელში ასფალტის დაგება დაიწყო. მიუხედავად დოკუმენტისა, ასფალტის სამუშაოები დაზიანებულ ხიდზე აწარმოეს.

ამჟამად, სოფელ ნაბახტევის მოსახლეობა სარგებლობს მეორე ხიდით, რომელიც ასევე დაზიანებულია. სოფელში ხიდები 50 წლის წინ აშენდა.

მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნის შემდეგ, მერიამ დაიქირავა საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით 500 000 ლარის ღირებულების ხიდის ასაშენებლად, პროექტს შეადგენს.

პროექტირება 20 000 ლარი დაჯდება.

ქვემოთ ფოტოზე: მეორე ხიდი, რომელიც ასევე დაზიანებულია და რომლის რეაბილიტაცია საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის კომპანიამ 2018 წელს მიატოვა

Print

სტატიის გამოყენების პირობები