ახალი ამბები
გარდაიცვალა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი
75 წლის ასაკში გარდაიცვალა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი.

იგი იყო ღირსების ორდენის მფლობელი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ასევე ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

კლარა ელჩიბეგაშვილი 1968 წლიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - გორის უნივერსიტეტი) ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად მუშაობდა.

იყო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; პარალელურად იკავებდა ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას;

2004-2005წწ. იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006წწ. ასრულებდა რექტორის მოვალეობას; 2005-2007წწ. გორის უნივერსიტეტის რექტორი;

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; პროფესორი. არის ორი მონოგრაფიისა და 21 სამეცნიერო შრომის ავტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები