ახალი ამბები
გორის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში კვლავ სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან, რომელსაც ასევე " პრემიერა" ეწოდება.

ამ პროექტისთვის, რომელიც განხორციელდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სპეციალურად მიიწვიეს გორში.

"პრემიერა" გამოჩენილი დრამატურგის ლალი როსებას პიესების მიხედვით დადგმული წარმოდგენაა, დრამა 2-მოქმედებიანია.

სპექტაკლი ეძღვნება ავტორის ლალი როსებას ხსოვნას.

საპრემიერო ჩვენების დღეებია 12-13 ოქტომბერი 19:00
Print

სტატიის გამოყენების პირობები