ახალი ამბები
ტანისა და თეძმის ხეობაში 200-მდე გნოლი გაუშვეს
ტანისა და თეძმის ხეობაში 200-მდე გნოლი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დაცულ ტერიტორიაზე, ამავე ინფორმაციით, აგროქართუს მხარდაჭერით ბუნებაში გაშვებულია ორასამდე ფრთა გნოლი.

ღონისძიებას ოფიციალური ვიზიტით ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

,,აღნიშნული ფრინველი წარმოადგენს წითელ წიგნში შეტანილ სახეობას, ლანდშაფტის გუნდი აწარმოებს დაკვირვებას ბუნებაში გაშვებული კაკაბისა და გნოლის გუნდებზე'' - აღნიშნულია განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები