ახალი ამბები
ბობნევში დაწყებითი სკოლა მეორე წელია დახურულია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში დაწყებითი სკოლა დაიხურა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, სკოლაში სასწავლო პროცესი რაც აღარ მიმდინარეობს, მეორე წელია.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, წელს ერთადერთი პირველკლასელი დარეგისტრირდა, რომელიც მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.

2021-2022 წლებში, მესამე კლასში 3 ბავშვი ირიცხებოდა. მათ მეოთხე კლასიდან ბოშურის სკოლაში დაიწყეს სიარული, შესაბამისად ბობნევის სკოლაც დაიხურა.

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დაწყებით სკოლას, 2018-2022 წწ-ში, პირველ კლასში შემომსვლელი მოსწავლე აღარ ყავდა. 2023 წელს დარეგისტრირდა ერთი პირველკლასელი, რომელიც მშობლის მოთხოვნით, ბოშურის სკოლაში სწავლობსა.

ბობნევი ტანის ხეობაში მდებარეობს და ატენის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები