ახალი ამბები
„NATO-საქართველოს 28 წელიწადი“ - ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის პროექტი
ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ პროექტი „NATO-საქართველოს 28 წელიწადი“ დაასრულა, რომელიც NATO-ს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც შემოდგომის სკოლით დაიწყო, ესეების კონკურსით გაგრძელდა და დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.

შემოდგომის სკოლის მონაწილეებმა მოამზადეს ნაშრომები სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ძირითად თემასთან - NATO-საქართველოს ურთიერთობებთან.

ესეების კონკურსის გამარჯვებული სამეულია: ლიზა ზაზარაშვილი, ალექსანდრე სადაღაშვილი და მარიამ ლაფაჩი. მათ წამახალისებელი პრიზები გადაეცათ, ხოლო მათი ნაშრომები ასოციაციის მიერ დაიბეჭდა.

პროექტის „NATO-საქართველოს 28 წელიწადი“ დასკვნითი ღონისძიება 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა:

ერთი მხრივ, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა - ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მედიამ და სამოქალაქო სექტორმა ისაუბრეს NATO-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი ხედვები პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

მეორე ნაწილში, კი მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, დასახელდა ესეების კონკურსში გამარჯვებული 3 ავტორი, რომელთაც გადაეცათ სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზი.

ბოლოს მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა არაფორმალურად აღნიშნეს პროექტის დასრულება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები