ახალი ამბები
კავთისხევში სასულიერო პირს მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს
კავთისხევში სასულიერო პირს მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს.

ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა. ის მადლობას უხდის მოქალაქეებს მხარდაჭერის გამო.

კასპის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფელში სასულიერო პირს სამი ველოსიპედი რამდენიმე დღის წინ ეზოდან მოპარეს.

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამა ალექსანდრე მზად იყო მეორადი ველოსიპედი შეეძინა, რადგან ველოსიპედი გადაადგილებისთვის სჭირდებოდა, თუმცა ეზოში არც ერთი დაუტოვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ველოსიპედები უკან დააბრუნეს.

შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფოტო: თემატური
Print

სტატიის გამოყენების პირობები