ახალი ამბები
,,კასპობას'' ჯგუფი ,,LOUDspeakers'' კონცერტს გამართავს
21 ოქტომბერს, კასპში, ჯგუფი ჯგუფი ,,LOUDspeakers'' კონცერტს გამართავს.

კონცერტი საშემოდგომო დღესასწაულის ,,კასპობის'' დასკვნითი ღონისძიება იქნება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ,,კასპობა'' ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით.

,,მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა მუსიკალური ჯგუფი - „LOUDspeakers“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.'' - აღნიშნავენ მერიაში.

ჯგუფი კონცერტის სანაცვლოდ 15 150 ლარს მიიღებს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები